ევროკავშირის გენდერული თანასწორობის დირექტივები

ევროკავშირის გენდერული თანასწორობის დირექტივები
დირექტივა არის ევროკავშირის სამართლებლივი აქტი, მიმართული ყველა წევრი ქვეყნისადმი. დირექტივა მხოლოდ მიუთითებს მიზანს, სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული, ხოლო წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, რა გზით მიაღწიონ ამ მიზანს დირექტივით განსაზღვრულ ვადებში. შემუშავებულ იქნა ევროსაბჭოს 11 დირექტივა, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის ისეთ საკითხებს როგორიცაა: • დასაბუთების სიმძიმე გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებში. • კერძო სექტორში მომუშავე ქალებისა და მამაკაცების თანაბარუფლებიანობის • პრინციპი. • პროფესიულ - საზოგადოებრივი დაზღვევის სისტემებში ქალთა და მამაკაცთა • თანაბარ- უფლებიანობის პრინციპი. • მშობელთა შვებულებები. • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება ფეხმძიმე, მელოგინე და • მეძუძური მოსამსახურე ქალებისათვის. • ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ანაზღაურება.
Source: გენდერული თანასწორობის საკითხები: ევროპული გამოცდილება და ქართული რეალობა, / [რედაქტორები: მაია ბრანკა; მილენა მითაგვარია;] - თბ., 2005 : „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისი”

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»